ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა კიევის აღება შეძლოს, მაშინაც კი, თუ თავდასხმა ბელარუსიდან მოხდება

0
161

ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ძალიან ნაკლებად სავარუდოა რუსულმა ჯარებმა შეძლონ კიევის აღება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ისინი ისევ დაესხმებიან უკრაინის დედაქლაქს თავს ბელარუსის ტერიტორიიდან.

ISW-ის ყოველდღიურ განახლებაში მოყვანილია The Economist-თან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ რუსები 200 000-მდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. მას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი ისევ წავა კიევზე.

ზალუჟნი ვარაუდობს, რომ ახალი შეტევა შეიძლება განხორციელდეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში – იანვარში, საუკეთესო შემთხვევაში კი მარტში.

ISW მანამდე წერდა, რომ მთელი რიგი ინდიკატორების მიხედვით, სავარაუდოა, რომ რუსეთი შესაძლოა მართლაც ამზადებდეს ახალ შეტევით ოპერციას – მათ შორის ძალების შემადგენლობის ხელახალი კონსოლიდაცია წინსვლის ძირითადი ღერძების გასწვრივ და მძიმე ტექნიკის გადაადგილება ფრონტზე.

უკრაინის გენერალური შტაბის ყოველდღიური ანგარიშები 1-დან 15 დეკემბრამდე წერია, რომ უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ვერ დაადგინეს რუსული ძალები ბელარუსში, რომლებიც ქმნიან დამრტყმელ ჯგუფებს, რომლებიც აუცილებელია ჩრდილოეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის.

“15 დეკემბრის მდგომარეობით, არ არსებობს ღია წყაროს ინდიკატორები იმის შესახებ, რომ რუსული ძალები ქმნიან დამრტყმელ ჯგუფებს ბელარუსის შიგნით. ბელარუსის ძალები უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიჭრნენ უკრაინაში რუსული დამრტყმელი ჯგუფის გარეშე”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა რუსები 2023 წლის ზამთარში ჩრდილოეთ უკრაინაზე თავდასხმაში უფრო წარმატებული იყოს, ვიდე 2022 წლის თებერვალში.

წინა სტატიადონბასში ოკუპანტები ანადგურებენ ყველა დასახლებას ისე, რომ თავდაცვისთვის შენობა არ დარჩეს – ზელენსკი
შემდეგი სტატიაშიმშილობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური