დონბასში ოკუპანტები ანადგურებენ ყველა დასახლებას ისე, რომ თავდაცვისთვის შენობა არ დარჩეს – ზელენსკი

0
146

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ მიმართვაში თქვა, რომ ოკუპანტების შეტევები გრძელდება დონბასში, ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა უკრაინელ სამხედროებს არ ჰქონდეთ შენობები თავდაცვისთვის გამოსაყენებლად.

“დონბასში, ისევე როგორც წინა კვირებში, რუსეთის სასტიკი თავდასხმები გრძელდება. ოკუპანტები შეტევაში აგდენებ ყველას და ყველაფერს, რაც აქვთ.

მათ არ შეუძლიათ დაამარცხონ ჩვენი ჯარი და ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქს და სოფელს, რომ არ არსებობდეს შენობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თავდაცვისთვის”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მტრის შეჩერების ერთადერთი გზა არის რუსი ტერორისტების უკრაინის მიწიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გაძევება, ასევე მოსკოვზე ზეწოლის გაგრძელება.

წინა სტატიაორშაბათს პუტინი ბელარუსში ჩავა
შემდეგი სტატიანაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა კიევის აღება შეძლოს, მაშინაც კი, თუ თავდასხმა ბელარუსიდან მოხდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური