მთავარისიახლეები400 დღე რა დღითიდღე მძიმდება, კარგით რა, მართლა და მართლა - კობახიძე...

400 დღე რა დღითიდღე მძიმდება, კარგით რა, მართლა და მართლა – კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

Published on

სიკვდილზე საუბრობთ მხოლოდ თქვენ… თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ ერთმანეთის. სიკვდილზე აგებთ ყველა კამპანიას – ასე პასუხობს კობახიძე “მთავარი არხის” შეკითხვებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. კობახიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, “ამოიღონ ლექსიკონიდან” სიტყვა სიკვდილი:

“გირჩევთ, რომ ეს აბსურდული ტერმინები ამოიღოთ ლექსიკიდან. საკუთარ ლიდერზე ამ სიტყვებით, რომ ლაპარაკობთ, ეს არის უკვე რაღაცებზე მიმანიშნებელი. როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა გქონდეთ, ჯობია სხვა სიტყვები გამოიყენოთ. 400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბრო 400 დღე. არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო, სირცხვილია, 400 დღე რა დღითი დღე მძიმდება, კარგით რა მართლა და მართლა. 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე, ეს აჩვენებს თქვენ დამოკიდებულებას ამ კაცის მიმართ და დაანებეთ ამ კაცს თავი… ” ამბობს კობახიძე

სიახლეები

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...