მიხეილ სააკაშვილის ფოტოები 29 აგვისტოსაა გადაღებული

0
200

მიხეილ სააკაშვილის ფოტოები 29 აგვისტოსაა გადაღებული – ინფორმაცია და ფოტოები “ფორმულამ” გაავრცელა.

თავდაპირველად გავრცელდა არაზუსტი მონაცემები, თითქოს ფოტოები 1 თვის წინ იყო გადაღებული. მოგვიანებით, “ფორმულამ” ინფორმაცია დააზუსტა და ფოტოების გადაღების ზუსტ თარიღად 2022 წლის 29 აგვისტო დასახელდა.

ექიმების ცნობით, ახლა მესამე პრეზიდენტი ათი კილოგრამით ნაკლებს იწონის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მკვეთრად არის გაუარესებული.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ეკა ხერხეულიძემაც, რომელმაც დაწერა: “ნეტა, ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ. ადამიანი იმის ნახევარია”.

წინა სტატია“მალე მივიღებთ Patriot-ებს, Abrams-ებს, Leopard-ებს და ყველაფერს…” – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაგვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჩვენი ფონდი ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს” | გიორგი კეკელიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური