აღენიშნება სისუსტე, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება – “ვივა მედის” დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე

0
147

კლინიკა “ვივა მედის” დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამოწურა თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის რესურსი კლინიკამ, ჩხაიძე ამ კითხვას არ პასუხობს.

მან თქვა, რომ მზადაა მივიდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა პაციენტს აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს არის. მე ახლა პროგნოზს ვერ გავაკეთებ ვერანაირად, დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის უნდა არსებობდეს ტოქსიკოლოგის დასკვნა, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმა ჩვენ გვაქვს ანალიზები შესრულებული ამ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგების მიერ. აღენიშნება წონაში კლება, იცით თქვენ, მეტს ვერაფერს გეტყვით”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

წინა სტატიამძიმე მდგომარეობის გამო, ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება
შემდეგი სტატია“ბევრი საინტერესო მტკიცებულება გვაქვს” – დღეს გახდება ცნობილი, როდის ჩაინიშნება მიხეილ სააკაშვილის პროცესი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური