ზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის გადაწყვეტილებას

0
204

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას №820/2022 ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ეხება, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2022 წლის 1 დეკემბერს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტს დაევალა მოამზადოს და განსახილველად წარუდგინოს პარლამენტს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტას.

კანონპროექტი უნდა მომზადდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

გარდა ამისა, მთავრობამ უნდა განსაზღვროს, კიევ-პეჩორის ტერიტორიაზე არსებული ქონებით, რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები და მათი დაცვა. აღნიშნული ისტორიულ-კულტურული ქონებით, ამ დრომდე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეკლესია სარგებლობდა.

უკრაინის უშიშროების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასა და სხვა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებს დაევალათ გაააქტიურონ ზომები რელიგიურ წრეებში, რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის აღმოსაჩენად.

წინა სტატიაპოლიციამ ათენში 31 წლის ქართველი ქალი დააკავა, რომელსაც პოლიცია ყაჩაღობასა და ჩვილის წამებას ედავება
შემდეგი სტატიაევროპელი პოლიტიკოსები დღეს კიდევ ერთ რეზოლუციას განიხილავენ – გიორგი ვაშაძე ბრატისლავაში ჩავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური