ევროპელი პოლიტიკოსები დღეს კიდევ ერთ რეზოლუციას განიხილავენ – გიორგი ვაშაძე ბრატისლავაში ჩავიდა

0
191

ევროპელი პოლიტიკოსები დღეს კიდევ ერთ რეზოლუციას განიხილავენ. ტექსტის ავტორი სტრატეგია აღმაშენებელია. გიორგი ვაშაძე ბრატისლავაში ჩავიდა.

პოლიტიკოსი “ალდეს” გენერალურ შეკრებას ესწრება.

ვაშაძემ ევროპელ კოლეგებთან ერთად 4 პუნქტიანი რეზოლუცია შეიმუშავა.

მხარდაჭერა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, კრიტიკული გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას, სანქციები მათ, ვინც ქვეყნის ევროპულ მიმალვას ეწინააღმდეგება და გვარამია-სააკაშილის საქმეები – ასე გამოიყურება რეზოლუციის პირველადი ვერსია, რომელზეც გიორგი ვაშაძე საუბრობს.

დღეს ალდეს გენერალურ შეკრებაზე გავა „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც ჩვენ ევროპულ პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ, სადაც არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი – მხარდაჭერა საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ამას ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ უარი გვითხრას ევროკავშირმა. მეორე – კონკრეტულ გზავნილს ნახავთ თქვენ, მათ შორის კობახიძეზე. დაიწყოს „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის კონკრეტული რეაგირების მექანიზმები. თუ რა იქნება ეს, ამას რეზოლუციიის მიღების შემდეგ ვნახავთ ყველა და რაღა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი, რომელიც ასევე იქნება ამ რეზოლუციაში“. – ამბობს გიორგ ვაძაძე.

წინა სტატიაზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიამიშა უნდა გადარჩეს!” – აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების” ოფისისკენ მსვლელობა დაიწყეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური