ევროპარლამენტი ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით, გამოძიებას ითხოვს

0
204

ევროპარლამენტი უნგრელი ევროკომისრის ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით, გამოძიებას ითხოვს – ამის შესახებ Twitter-ზე ინფორმაციას ჰოლანდიელი პარლამენტარი, თეის რეტენი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვარჰეი განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში.

“ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ითხოვს გამოძიებას გაფართოების კომისრის, ბატონი ვარჰეის ქცევის შესახებ, იმის გამო, რომ ის განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში” ,- წერს ევროპარლამენტარი.

❗️BREAK❗️The Eur. Parliament Committee on Foreign Affairs wants an investigation into the conduct of enlargement Commissioner Mr. Várhelyi, over reports he deliberately undermines centrality of democracy and rule-of-law reforms in 🇪🇺 accession countries. Check our amendment👇🏼 pic.twitter.com/KQFzXrYVQv

— Thijs Reuten 🇪🇺🌹 (@thijsreuten) December 2, 2022
ცნობისთვის, ვარჰეი ევროკომისარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკთხებში და სტუმრობს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: საქართველო, ბოსნია და მოლდოვაა. ვარჰეი 15 ნოემბერს საქართველოშიც იმყოფებოდა.

წინა სტატიაევროპა საკმარისად ძლიერი არ არის, მას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება – ფინეთის პრემიერი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური