ევროპა საკმარისად ძლიერი არ არის, მას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება – ფინეთის პრემიერი

0
171

ფინეთის პრემიერმინისტრის, სანა მარინის თქმით, ევროპა “არ არის საკმარისად ძლიერი” იმისთვის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას დამოუკიდებლად გაუწიოს წინააღმდეგობა და მას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.

“თქვენთან სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო, ევროპა არ არის ახლა საკმარისად ძლიერი. შეერთებული შტატების გარეშე საფრთხეში ვიქნებოდით”, – თქვა მან.

აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი დონორია. ომის დაწყების დღიდან ვაშინგტონმა უკრაინას $18.6 მილიარდი გამოუყო.

იმ ფონზე, რომ ევროპული ქვეყნების მარაგი იწურება, სანა მარინიმ თქვა, რომ ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი უნდა გაკეთდეს.

წინა სტატიამიშა უნდა გადარჩეს!” | დღეს, 15:00 საათზე, “ოცნების” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით, გამოძიებას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური