მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით ლევან ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს "ოცნების" ოფისთან...

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით ლევან ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს “ოცნების” ოფისთან აქცია დააანონსა

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 დეკემბერს 15:00 საათზე “ოცნების” ოფისთან აქცია დააანონსა.

ლევან ხაბეიშვილმა ღიად თქვა, რომ “ოცნებას” მესამე პრეზიდენტი ჰყავს გადამალული, რაც დაუშვებელია. ხაბეიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასაკარგი წუთები აღარ არის.

” მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ენმ-ის მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე ქართული ოცნების ოფისთან, იქ სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მთავარი რამ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა: პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ამ მიზნით, ხვალიდან გავდივარ ასევე რეგიონებში. არამხოლოდ შაბათისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ ოთახიდან, კაბინეტებიდან უმოძრაოდ, უმოქმედოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ”,- თქვა ლევან ხაბეიშვილმა

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს მისივე სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა, თუმცა კლინიკა ვივა მედის ექიმებმა შესაბამისი რეკომენდაცია არ გასცეს. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...