მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტივად რომ ვთქვათ, ეს ზამთარი გადარჩენაზე იქნება - ჰანს კლუგე უკრაინაზე

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ზამთარი გადარჩენაზე იქნება – ჰანს კლუგე უკრაინაზე

Published on

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ჰანს კლუგე ამბობს, რომ ეს ზამთარი უკრაინაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მისი თქმით, ენერგეტიკული კრიზისი, ფსიქიკური ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობა, ჰუმანიტარულ საჭიროებებზე შეზღუდვა, ვირუსული ინფექციები ამ ზამთარ უკრაინის ჯანდაცვის სისტემისა და ხალხისთვის დიდი გამოცდა იქნება.

“მარტივად რომ ვთქვათ, ეს ზამთარი გადარჩენაზე იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 9 თვის განმავლობაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 703 თავდასხმა აღრიცა სამედიცინო ობიექტებზე. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის წესების დარღვევა.

ჯანდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განგრძობადი თავდასხმები ნიშნავს, რომ ასობით საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება სრულად აღარ ფუნქციონირებს – აკლია საწვავი, წყალი და ელექტროენერგია ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სამშობიაროებს ესაჭიროებათ ინკუბატორები; სისხლის ბანკებს სჭირდებათ მაცივრები; ინტენსიური თერაპიის საწოლებს ესაჭიროებათ ვენტილატორები; და ყველაფერს ენერგია სჭირდება. […]

დღეს 10 მილიონი ადამიანი – მოსახლეობის მეოთხედი – ელექტროენერგიის გარეშეა. სიცივემ შეიძლება მოკლას. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაიკლებს”, – თქვა კლუგემ.

მან აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, უნდა იპოვონ პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სერვისებს გააგრძელონ მუშაობა ზამთრის განმავლობაში. კლუგემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....