“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გემი იძირება – თალაკვაძე

0
196

“ქართული ოცნების” ლიდერი არჩილ თალკვაძე ენმ-ს და ოპოზიციას წარუმატებლობას და დამარცხებას უწინასწრამეტყველებს. მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” გემი იძირება, ხოლო დავით კეზერაშვილი მისგან ტივის შეკოწიწებას ცდილობს. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზოცია ერთად იბრძოლებს თუ ცალ-ცალკე, რადგან შესაკრების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით შეაკოწიწოს ნავი ან ტივი მაინც. “ნაციონალურ მოძრაობაში” ღრმა კრიზისმა, დაშლის პროცესმა გამოიწვია ის, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თუ ლიდერებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაში უკვე ჩნდება თავისუფალი სივრცე და ცდილობენ აითვისონ. ამის გარდა, ოპოზიციაში მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი პოლიტიკური „შავი ფულის“, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების გადანაწილების პროცესი. ეს არის ის, რასაც ხედავს დღეს საზოგადოება. მათ სცადეს ერთად, ცალ-ცალკეც, არაერთხელ დამარცხდნენ ორივე ფორმით, ამიტომ დასკვნა, რაც შეიძლება ოპოზიციამ გამოიტანოს ის არის, რომ შესაკრების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია, – თქვა თალაკვაძემ

წინა სტატიაუცხოელმა ექიმებმა სააკაშვილის სამედიცინო კვლევისას თავის ტვინის დაზიანებები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიასაია 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული მედია წარმომადგენლების სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური