უცხოელმა ექიმებმა სააკაშვილის სამედიცინო კვლევისას თავის ტვინის დაზიანებები აღმოაჩინეს

0
224

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უმძიმესია. უცხოელმა ექიმებმა თავის ტვინის დაზიანებები აღმოაჩინეს.

დოკუმენტი უკვე საქართველოშია გადმოგზავნილი, თუმცა შემაშფოთებელი დასკვნის გამო საქმეში კიდევ ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება. ბრიტანელ მედიკოსს თბილისში ხვალ ელო-დებიან, კიდევ ერთი სპოეციალისტი კი სააკაშვილის ექსპერტიზაში ამერიკიდან ჩაერთვება.

მესამე პრეზიდენტს ამ დრომდე მაღალი სიცხე აქვს, მაგრამ ექიმები ანთების კერას ვერ პოულობენ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, პაციენტის დახმარება უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

აღენიშნება საკმადო სერიოული დარღვევები. უფრო მეტიც, დასმულია საგანგაშო დიაგნოზები ამერიკელი ექსპერტებისმიერ, რაც ამდენ ხანს ქართელი ექსპერტების დასკვნის შედეგად არ ფიქსირდებოდა და არც ექიმებნის, ბუნებრივია. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში გაირკვეს რა არის ამის მიზეზი. იმდენად რთული დაავადებები უფიქსირდება სააკაშვილს, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ასე მოკლე დროში განვიტარებულიყო ჩეულებრივ საპატიმრო პირობებში. მაღალი სიცხეები, გადაადგილება, ფერი სახეზე, მეხსირებების პრობლემები, მეტყველების შენელება და სხვადასხვა სიმპტომატიკაა. ვხედავთ, რომ სახეზეა ეს სიმპტომატიკა, მაგრამ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ძალიან მეეჭვება ეს საქართველოში რამენაირად დადგინედს. დროული ჩარევა თუ არ მოხდება გამოიწვევს მის სიკვდილს, – ამბობს შოთა ხაჭაპურიძე.

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალსანია ამბობს, რომ სააკაშვილს 14 დიაგნოზი აქვს დასმული.

14 დიაგნოზი აქვს დასმული. ამაზე შეთანხმდნენ ქართული მხარეც, ამერიკული მხარეც… ტვინზე იქ არის ჩამონათვალი და ვნახო… იქნება ალბათ ამაზე მსჯელობა სასამართლოში. ერთი ადამიანი ცამოდის ფსიქიატრი ბრიტანეთიდან. შეთანხმება თვეების წინ მოხდა, მაგრამ ამ ადამიანს არ ეცალა და ახლა თანახმაა რომ ჩამოვიდეს და 8 რიცხვში ჩამოვა, – ამბობს გიული ალასანია.

ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვების შემედგ ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავენ.
წყარო: ტვ პირველი

წინა სტატიაზუგდიდში ლიტერატურული PEN-მარათონი “სარკმელი 2022” გაიმართა [Video]
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გემი იძირება – თალაკვაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური