მთავარისიახლეებიმსოფლიოოცნებას უნდა, დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვოს ერთი ბიჭი - იან კელი

ოცნებას უნდა, დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვოს ერთი ბიჭი – იან კელი

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი დეოლიგარქიზაციზე “ქართული ოცნების” კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ოლიგარქთა სიაში ბიძინა ივანიშვილი არ მოიაზრება.

იან კელი წერს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხოს, რომელის დეოლიგარქიზაციაზეც ევროპარლამენტი საუბრობდა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი, კანონპროექტს “ევროინტეგრაციის სიმულაციას” უწოდებს და წერს, რომ ამით დასავლეთში არავინ მოტყუვდება.

“მათ უნდათ, [დეოლიგარქიზაციის] კანონს მიღმა დატოვონ ერთი ბიჭი, რომელიც ევროპარლამენტს სურდა. რატომ კარგავენ გადასახადის გადამხდელთა დროსა და ფულს? ევროინტეგრაციის ამ სიმულაციით არავინ მოტყუვდება”, – წერს იან კელი.

ცნობისთვის, პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით 3 ნოემბერს მიიღო.

ნახეთ რას გულისხმობს “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული პროექტი?
კანონპროექტი საქართველოსთვის EU-ის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, 12 რეკომენდაციის ფარგლებში შემუშავდა. დეოლიგარქიზაცია 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტია – გასული თვეების განმავლობაში, არაერთმა ევროპარლამენტარმა პირდაპირ მიუთითა, რომ აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა, თუმცა მმართველი გუნდი ივანიშვილს ოლიგარქად არ მიიჩნევს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...