მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ ჩაატარა რეაბილიტაცია, ვინ ჩაიბარა, ვინ შეამოწმა ვაკის პარკის შადრევნის აუზი -...

ვინ ჩაატარა რეაბილიტაცია, ვინ ჩაიბარა, ვინ შეამოწმა ვაკის პარკის შადრევნის აუზი – დეტალები

Published on

ახალრეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევნის აუზში, დენის დარტყმის სედეგად, 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მასთან ერთად, დენმა კიდევ ორ მოზარდს დაარტყა, რომელთაგან ერთი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა, მეორე კი კონტაქტურია. გავრცელდა კადრებიც, როგორ ერთობიან ბავშვები ვაკის პარკის აუზში, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე. 

ვაკის პარკის შადრევანი საზეიმოდ გუშინ საღამოს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა, თუმცა, ტრაგედიის შემდეგ ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მერიის ყველა გვერდიდან წაშლილია. თავად კახა კალაძემ გარდაცვლილის ოჯახს ხეჩინაშვილის კლინიკაშიც მიუსამძიმრა, პროფილზე კი გლოვის ნიშნად, შავი კვადრატი დააყენა. მისასმძიმრებელი ტექსტი გამოაქვეყნა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. 

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ მოძიებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ვაკის პარკის შადრევანისა და მისი კასკადის რეაბილიტაცია 3 442 383 ლარი დაჯდა სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიამ 2022 წლის აგვისტოში ჩაიბარა.

მიღება-ჩაბარების აქტს, მერიის მხრიდან ხელს აწერენ: გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი, ლექსო უტიაშვილი და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, იუზა წერეთელი. შემსრულებელი კომპანიის მხრიდან ხელმომწერი იყო შპს „გრინსერვისი+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ფურცხვანიძე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, ის აქციების 33%-ს ფლობს, ხოლო მისი ყოფილი მოადგილე, კობა ხარშილაძე, კიდევ 33%-ს.

„ნეტგაზეთისვე“ ინფორმაციით, სამუშაოებს ინსპექტირება კომპანია „მშენექსპერტმა“ გაუწია და დაასკვნა, რომ თბილისის მერიას და „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოები „შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითებდა, რომ 2013 წელს ფურცხვანიძე და ხარშილაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, იმ ბრალდებით, რომ საჯარო სამსახურში ყოფნისას დააარსეს “გრინსერვისი” და ფიქტიური მმართველებს გადასცეს, შემდეგ კი სახელმწიფო ტენდერებში წარმატებით მონაწილეობდნენ. ჯარიმის გადახდის შემდეგ, იმავე პირებმა “გრინსერვის +” დააარსეს და მხოლოდ 2013 წლის ნოემბრიდან 2018 წლის იანვრამდე 21 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” მაშინ მოუწოდებდა მთავრობას, რომ არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში შემჩნეულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღების უფლება უნდა შეზღუდვოდათ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...