მთავარისიახლეებილარსზე საპროტესტო აქციას საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებიც უერთდებიან

ლარსზე საპროტესტო აქციას საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებიც უერთდებიან

Published on

საქართველო-რუსეთის საზღვართან დღეიდან საპროტესტო დემონსტრაციები იწყება. პროტესტის მონაწილეები ვარდების მოედნიდან ლარსის გამშვები პუნქტისკენ უკვე დაიძრნენ, სადაც ოკუპანტი ქვეყნიდან სახიფათო მიგრაციას გააპროტესტებენ.

ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეების მთავარი სათქმელი მარტივია – ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინაიდან მათი უკონტროლო შემოდინება საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის რისკებს ზრდის.

“პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, რუსეთიდან საქართველოში შემოდიან სამხედრო გამოცდილების მქონე პირები, რომლებსაც შესაძლოა, მიღებული ჰქონდეთ მონაწილეობა 2008 წელს საბრძოლო მოქმედებებში. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ მთავრობის პოზიცია არის მოღალატეობრივი და მოქალაქეები ფიქრობენ აბსოლუტურად განსხვავებულად”,- ამბობს “დროას” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ლემონჯავა.

აქციის მონაწილეები, პარტია “დროას ლიდერები”, სამოქალაქო აქტივისტები და უკრაინის მოქალაქეები ზემო ლარსის ტერიტორიაზე რამდენიმე საათში იქნებიან. მათთან ერთად იმყოფებიან უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებიც.

“ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავდგეთ ქართველების გვერდით, რომლებიც ქვეყანაში რუსების მასობრივ შემოდინებას აპროტესტებენ. ეს ხალხი არის განსხვავებული ფასეულობების, მათ არ იციან თქვენი კულტურა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ შევაჩეროთ რუსების საქართველოში მასობრივი შემოსვლა! მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ რუსეთის ნამდვილი სახე!”,- ამბობენ აქციის მონაწილე უკრაინის მოქალაქე.

უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან წამოსული პირები მხოლოდ მობილიზაციას გაურბიან და მათ არც ომი და არც ოკუპაცია ადარდებთ.

“საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები ვართ. მხარს ვუჭერთ ქართველების პროტესტს,რუსეთიდან გამოქცეული ადამიანების წინააღმდეგ არიან. ვეთანხმებით ქართველი ერის აზრს, რომ გამოქცეული ადამიანების ამ რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლა ცუდი ნიშანია. ეს ადამიანები ტურისტები არ არიან და საქართველოში დასასვენებლად არ ჩამოდიან. ისინი მობილიზაციას გაურბიან. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ის ფაქტი, რომ რუსული არმია უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებსა და ბავშვებს ხოცავს. ისინი ცდილობენ საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინონ, ომს გამოექცნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ. მათ არ აინტერესებთ საქართველო და არც ის ფაქტი არ აინტერესებთ, რომ საქართველოს 20% რუსების მიერ არის ოკუპირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ქართველ ერს”- ამბობს საელჩოს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან დღეს პირველი საპროტესტო აქცია გაიმართება.

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...