მთავარისიახლეებიე.წ. რეფერენდუმის შედეგები არ ემთხვევა ლუგანსკის რეგიონში მცხოვრებთა რაოდენობას

ე.წ. რეფერენდუმის შედეგები არ ემთხვევა ლუგანსკის რეგიონში მცხოვრებთა რაოდენობას

Published on

ე.წ. რეფერენდუმის შედეგები არ ემთხვევა ლუგანსკის რეგიონში მცხოვრებთა რაოდენობას – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაიმ განმარტა, რომ ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების შესახებ, სავარაუდოდ, იმდენივე ადამიანმა მიიღო ხმა, რამდენიც 2012 წლის ოქტომბერში უზენაესი რადას არჩევნებში. ეს იმ ფონზე, რომ დონბასში ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ათასობით ადამიანმა დატოვა რეგიონი.

“თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ “რეფერენდუმზე” 1,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ხმა. 2012 წელს კი, უკრაინის უმაღლეს რადას არჩევნებში ლუგანსკის ოლქის ამომრჩეველთა სიებში 1,829 მილიონი ადამიანი შევიდა. ამასთან, მხოლოდ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 320 ათასი მიგრანტი დარეგისტრირდა, ამბობს გაიდაი.

გაიდაიმ ასევე თქვა, რომ ადამიანები ხმას 3-ჯერ, 4-ჯერ ან მეტჯერ აძლევდნენ.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ლემანის შესასვლელში დგანან. დარწმუნებული ვარ მალე ქალაქს დავიბრუნებთ. დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, პოზიტიური შედეგები გვექნება. ჩვენი ბიჭები ოკუპანტების პოზიციებს, იარაღის საცავებს, მძიმე ტექნიკასა და სამეთაურო პუნქტებს ანადგურებენ. ასევე ავაფეთქეთ ფრონტის ხაზზე გამოგზავნილი რეზერვისტების კოლონა. ჩვენი მებრძოლები ძალიან ხარისხიანად მუშაობენ. დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ადამიანებს იჭერენ და ფრონტის ხაზზე აგზავნიან. რუსებს ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. ხალხის შეგროვება ვერ მოახერხეს. მტერს მოუწევს ლუგანსკის ტერიტორია დატოვოს და გაიქცეს. საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ფსევდო-რეფერენდუმზე. ადამიანები ხმას 3-ჯერ, 4-ჯერ ან მეტჯერ აძლევდნენ. ოკუპანტები მათ იარაღის მუქარით აიძულებდნენ ხმა მიეცათ”- ამბობს გაიდაი.

შეგახსენებთ,რომ 23-27 სექტემბერს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი ოთხდღიანი იყო. ოკუპანტი ქვეყნის მტკიცებით, “რეფერენდუმის” გამოცხადებული შედეგების მიხედვით, დონეცკსა და ლუგანსკში მოქალაქეების 99% და 98%-მა პროცენტმა “განაცხადა” რუსეთთან შეერთებაზე თანხმობა, ზაპოროჟიესა და ხერსონში კი – 93% და 87%.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...