მთავარისიახლეებიზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნოს

ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნოს

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთს დიალოგი არ სურს, მათ ნებს კი მობილიზაცია და “რეფერენდუმები” აჩვენებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ჯარები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ და კლავენ.

“რა შეიძლება გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა? ჩვენ ამას ვისურვებდით – ქალაქების დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ძალიან სასტიკ, საზარელ სურათებს – ჩვენ ვხედავთ ნაწამებ, მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეებს. შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოავლინოს თავისი ლიდერული პოზიცია და აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. მე მესმის, რომ ამას ექნება შედეგები, რომელიც შეუძლებელს გახდის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, თუმცა ისინი ტერორისტები არიან. ისინი არ დანებდებიან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა.

კიდევ ერთხელ, მათ [რუსეთს] არ უნდათ დიალოგი. ჩვენ ვხედავთ რეფერენდუმს, მობილიზაციას – ეს კარგად გამოხატავს მათ ნებას. შეერთებულ შტატებს შეუძლია დაეხმაროს მთელ მსოფლიოს. სანქციები სამართლიანია, 100%-ით სამართლიანია. ჩვენ გავათავისუფლეთ ხარკოვის რეგიონი. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ჟურნალისტი უკან ბრუნდება და ისინი გვაჩვენებენ ვიდეოებს. ჩვენ დავიწყეთ ეგსგუმაცია, ამოვიყვანეთ 500 დაღუპული. მთელი ოჯახი აწამეს და მოკლეს. ოჯახები ერთად იყვნენ დამარხული. მოზარდები, კაცები, ქალები და პატარა ბავშვები, რომლებსაც თავში ესროლეს. ზოგიერთი გარდაცვლილის ნაწილები ნაპოვნი არაა. ისინი [რუსეთი] ტერორისტები არიან, ჩვენ ისინი, ტერორისტებად უნდა ვცნოთ”, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნოს. 7 სექტემბერს პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბმა თქვა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს გამოცხადებამ, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება.

აშშ-ს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ამ დროისთვის 4 ქვეყანა ჰყავს გამოცხადებული, მათ შორისაა, სირია, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და კუბა. ქვეყანას ყველა მათგანისთვის სანქციები აქვს დაწესებული.

ცნობისთვის, რუსეთისთვის ამ სტატუსის მინიჭებას უკრაინა მოითხოვს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედება აშშ-რუსეთის კავშირებს გაწყვეტს. რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადებას აშშ-ის რამდენიმე კანონმდებელიც ემხრობა. ივნისში სენატის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანას.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...