სამშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა იმპერიალიზმის აქტი უწოდა. მან გააკრიტიკა რუსეთი და დაგმო პუტინის მოტივცია, რომელიც ომის უკან დგას.
“არანაირი გამართლება არ აქვს რუსეთის საოკუპაციო ომს უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტი პუტინი ამ ომს ერთი მიზნით აწარმოებს: უკრაინის ხელში ჩაგდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულგრილად, როდესაც კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა – გაეროს დამფუძნებელი წევრი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი – ცდილობს საზღვრების შეცვლას ძალადობის გამოყენებით”, – თქვა შოლცმა.
მან გააკრიტიკა რუსეთის იდეა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე “რეფერენდუმების” ჩატარების შესახებ და თქვა, რომ “პუტინი ომსა და იმპერიალისტურ ამბიციებს მხოლოდ მაშინ დათმობს, თუ გაიგებს, რომ ვერ გაიმარჯვებს”.
მისი თქმით, უკრაინამ უნდა შეძლოს თავის დაცვა რუსეთისგან.