მთავარისიახლეებიმსოფლიოზელენსკიმ ჩამოთვალა, რა შეცვლის სიტუაციას ფრონტზე, უკრაინის სასარგებლოდ

ზელენსკიმ ჩამოთვალა, რა შეცვლის სიტუაციას ფრონტზე, უკრაინის სასარგებლოდ

Published on

საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, თვალშისაცემად არ შეცვლილა. 

“ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მებრძოლები ყველაფერს აკეთებდნენ მტრის საცეცხლე და ლოგისტიკური პოტენციალის შესამცირებლად. ვფიქრობ, ყველანი ეცნობით ახალ ამბებს ოკუპანტთა საბრძოლო მასალების საწყობებისა და ბაზების, იმ საპონტონე გადასასვლელების განადგურების შესახებ, რომლებითაც ოკუპანტები სარგებლობენ. 

და რაც უფრო წარმატებული იქნება ამ საკითხში ჩვენი არმია, უშიშროების სამსახური, დაზვერვა, მით უფრო მალე შევძლებთ შევცვალოთ უკრაინის სასარგებლოდ სიტუაცია ფრონტზე”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტები ვერ შეინარჩუნებენ წართმეულ ტერიტორიებს:

“ბოლოს და ბოლოს, მათ თავად მოუწევთ ამის აღიარება, ან ისინი, უბრალოდ, აღარ დარჩებიან”, – დაამატა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

გამოგვყევი “ტელეგრამზე”, იყავი მეტად ინფორმირებული, გაიგე მთავარი პირველმა

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...