მთავარისიახლეებიმსოფლიოზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგური ქსელიდან ისევ გაითიშა

ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგური ქსელიდან ისევ გაითიშა

Published on

ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგური ელექტრო ქსელიდან გაითიშა. მიზეზი სადგურთან ახლოს არსებული ხანძარია, რის გამოც ელექტროსადგურთან კავშირი ორჯერ გაწყდა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი პირდაპირ ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ კინეტიკურ თავდასხმებზე პასუხისმგებელი რუსეთია.

შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს: დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას არ ემუშავა და ელექტროსადგურის ჩვენ თანამშრომლებს არ ემოქმედათ, იძულებული გავხდებოდით რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საგანგებო სცენარის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. საჭიროა ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ოკუპანტებს აიძულებს დაუყოვნებლივ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსდგურის ტერიტორია. ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი, – განაცხადა ზელენსკიმ.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...