მთავარისიახლეებიმსოფლიორომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის...

რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო ​უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

Published on

რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში პაპ ფრანცისკეს გამოსვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.

ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის იტალიელ კოლეგა ლუიჯი დი მაიოსთან ერთად კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს დაადასტურა. როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, თავად ის ფაქტი, რომ წმინდა საყდრის ნუნციო დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს.

„მეორე მხრივ ვიტყვი, რომ უკრაინული გული იხლიჩება პაპის სიტყვების გამო. ეს უსამართლობა იყო. ამასთან, გაუგებარია პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქის რუსეთის ტერიტორიაზე სიკვდილი მოეხსენიებინა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რომელთანაც უკრაინას არავითარი კავშირი არ აქვს,” -განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ რომის პაპს არასდროს მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება ომის კონკრეტულ მსხერპლთათვის.

24 აგვისტოს რომის პაპი რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირე ალექსეი დუგინის ქალიშვილის მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა: „მე ვფიქრობ საწყალ ქალზე, რომელიც ააფეთქეს ბომბით, რომელიც მისი მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული, მოსკოვში. ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან”.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...