მთავარისიახლეებიმსოფლიო„ასოშიეთედ პრესი“ - სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-თან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს...

„ასოშიეთედ პრესი“ – სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-თან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს მაინც იღებს

Published on

სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-თან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს მაინც იღებს, – ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ წერს. სააგენტოს ცნობით, რუსეთი აგრძელებს აშშ-ში თვეში ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქციის გატანას. მათივე ცნობით, თებერვლის ბოლოდან დღემდე, რუსეთიდან აშშ-ში 3 600 პარტია ხე, ლითონები, რეზინა, სასუქი რადიაქტიული მასალა და სხვა პროდუქცია შევიდა.

ამასთან, სააგენტო წერს, რომ ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინატორმა, ჯიმ ობრაია განმარტა, რუსეთთან ვაჭრობის სრულად დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მსოფლიო ვაჭრობაზე. ამასთან, მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ეს უფრო მეტად აშშ-ს დააზარალებს, ვიდრე რუსეთს.

„ასოშიეთედ პრესის“ მიერ სტატიაში დასახელებული კიდევ ერთ მიზეზი არის წინააღმდეგობა დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციებთან, რის გამოც გაუგებრობა ჩნდება.

სააგენტოს ცნობით, ზოგიერთი რუსული პროდუქციის აკრძალვას აშშ საერთოდ არ აპირებს და პირიქით, ამ კონკრეტული პროდუქციით ვაჭრობას ხელს უწყობს. ასეთია ქიმიური სასუქები.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ასევე ჩააქვთ რუსული ენერგორესურსებიც, რადგანაც ზოგიერთ კომპანიას მოქმედი კონტაქტების დასრულების უფლება მისცეს. სხვა შემთხვევებში აშშ-ის საბაჟოზე უჭირთ პროდუქციის ზუსტი წარმომავლობის დადგენა. ამის მაგალითად „ასოშიეთედ პრესი“ ყაზახეთიდან რუსული პორტების გავლით იმპორტირებულ რუსულ შავ ოქროსთან შერეულ ნავთობს ასახელებს, რომლის იმპორტსაც ამერიკული კომპანიები აგრძელებენ.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...