მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულს ისევ შეუტია - ჯანკოიში პანიკაა

უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულს ისევ შეუტია – ჯანკოიში პანიკაა [VIDEO]

Published on

უკრაინამ წერტილოვანი დარტყმით ისევ შეუტია დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს – ჯანკოიში პანიკაა, ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა აქსენოვმა კრემლიდან მითითება მიიღო, სასწრაფოდ გაემგზავროს ჯანკოიში. 

დილის საათებში აფეთქების ხმა გაისმა ჯანკოის რაიონის დასახლებულ პუნქტ აზოვსკოეში. აფეთქებას მოჰყვა დეტონაცია, რაც თვითმხილველებმა გადაიღეს კიდეც. როგორც გაირკვა, აფეთქებულია რუსული საბრძოლო მასალების საწყობი, რასაც დეტონაცია მოჰყვა, თითქმის მთელი დასახლება პარალიზებულია, ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. 

შეგახსენებთ, მაგალითად, მიკოლაევიდან ჯანკოიმდე 100 კმ-ია. 

“ეს აფეთქება ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა, შესაბამისად, სამსახურში დღეს, ალბათ, არ წავალ”, – ამბობს ქალი, რომელმაც აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი ალი და კვამლი გადაიღო. 

შეგახსენებთ, ეს მეორე შემთხვევაა, როცა უკრაინელებმა დაბომბეს ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებული სამხედრო ობიექტი. პირველი იყო სამხედრო აეროდრომი ნოვოფიოდოროვკაში, რა დროსაც რუსეთმა რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა, დიდი რაოდენობით მოიერიშე და გამანადგურებელი, ასევე ცოცხალი ძალის სახით, მომსახურე პერსონალი და პილოტები დაკარგა. 

უფრო მეტი, უფრო მოკლე და ოპერატიული ამბების გასაცნობად, თვალი ადევნეთ ტვ ოდიშის ტელეგრამ-არხს და არ დაგავიწყდეთ გამოწერა – ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული.

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...