მთავარისიახლეებიმსოფლიოანტონოვსკის ხიდი, როგორც ჩერნობაევკა? - ხიდი უკრაინამ კიდევ ერთხელ დაბომბა

ანტონოვსკის ხიდი, როგორც ჩერნობაევკა? – ხიდი უკრაინამ კიდევ ერთხელ დაბომბა

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალები ისევ დიდი წარმატებით აგრძელებს ქვეყნის სამხრეთ ფრონტზე მტრის მოგერიებასა და კონტრშეტევით ოპერაციებს. 

განსაკუთრებით საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ხერსონის მიმართულებაზე, სადაც ადგილობრივი პარტიზანები უკვე იმდენად გააქტიურდნენ, რომ რუსი მებრძოლები ტყვედაც აჰყავთ და ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებენ. 

რაც შეეხება კონტრშეტევებს, აღსანიშნავია საარტილერიო იერიშები ანტონოვკის ხიდზე, რომელიც უკვე მესამედ დაიბომბა. 

პირველივე დაბომბვის შემდეგ, ხიდის გამტარუნარიანობა ეჭვქვეშ დადგა, ოკუპანტების მიერ დასმულმა ადგილობრივმა ე.წ.-მა ხელისუფლებამ ხიდის რემონტი დაიწყო, რუსმა ოკუპანტებმა კი ხიდის ჩანაცვლება ბორნით სცადეს. 

მეორე დარტყმა ანტონოვსკის ხიდზე სწორედ იმ დროს მოხვდა, როცა სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდებოდა. უკრაინელებმა ხიდს ღამის საათებში დაარტყეს სწორედ იმ საღამოს, როცა ერთერთ რუსულ, პროპაგანდისტულ არხზე, ადგილობრივი მარიონეტი ირწმუნებოდა, ხიდზიდან “მხოლოდ რამდენიმე ქვა” ჩამოვარდაო, არადა, კადრებზე კარგად ჩანდა იმ ღრმულების მასშტაბურობა, რაც ხიდზე “ჰაიმარსის” რაკეტამ დატოვა. 

13-დაქნ 14 აგვისტოს ღამით კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ანტონოვსკის ხიდი მესამედ დაბომბეს. ოკუპანტები შეშფოთებული არიან, უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე კი ხუმრობენ, რომ შეიარაღებული ძალები ყირიმის ხიდის დაბომბვის წინ “მეცადინეობენ”.

უკრაინის არმიამ ამ ომში ყველაზე მასშტაბური შეტევები მიიტანა – ჩამონათვალი და მანძილი

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...