მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის არმიამ ამ ომში ყველაზე მასშტაბური შეტევები მიიტანა - ჩამონათვალი და მანძილი

უკრაინის არმიამ ამ ომში ყველაზე მასშტაბური შეტევები მიიტანა – ჩამონათვალი და მანძილი

Published on

ცნობილი სამხედრო მიმომხილველი რუსლან შავაძე, რომელიც სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე მუდმივად აქვეყნებს რუსეთ-უკრაინის ომზე მისი დაკვირვების შედეგებს, წერს, რომ 13 აგვისტო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღე აღმოჩნდა. 

“13 აგვისტოს, უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა ითქვას, ომის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საარტილერიო/სარაკეტო/საავიაციო დაბომბვები განახორციელა სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე.

აღსანიშნავია რომ ეს დაბომბვები განხორციელდა დროის მცირე ინტერვალში რაც მიუთითებს იმას რომ უკრაინულმა არმიამ ერთდროულად მიიტანა სარაკეტო/საარტილერიო/საავიაციო დაბომბვები რუსულ სამხედრო ობიექტზე ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების სხვადასხვა ლოკაციებზე, კერძოდ:

ნოვოტროიცკი – 140 კილომეტრი ფრონტის ხაზდიდან.

ნიჟნი სიროგოზი – 90 კილომეტრი ფრონტის ხაზიდან.

ველიკაია ბლაგოვეშჩენკა – 65 კმ ფრონტის ხაზიდან,

ჩაპლინკა – 110 კმ ფრონტის ხაზიდან

ჩკალოვი – 125 კმ ფრონტის ხაზიდან.

ნოვა კახოვკა – 50 კმ ფრონტის ხაზიდან.

მელიტოპოლი – 80 კმ ფრონტის ხაზიდან.

ამ მასშტაბის დაბომბევებს შეუძლია რუსული ლოჯისტიკური მომარაგების გზების პარალიზება გამოიწვიოს გარკვეულ პერიოდამდე(სანამ საბრძოლო მასალებისა და ჯავშანტექნიკის მომარგებას არ აღადგენენ), რასაც შესაძლოა, ოკუპანტების შეტევითი პოტენციალის მნიშვნელოვნად დაქვეითება მოჰყვეს სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე.

უკრაინული არმიის დაბომბვების მიზანი არის როგორც რუსული საბრძოლო მასალებისა და ლოჯისტიკური კვანძების გამადგურება, ასევე საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ჩახშობა, რასაც მოჰყვება უკრაინული ავიციის უფრო მეტად გააქტიურება, გავრცელებული ინფრომაციით გარკვეულ მიმართულებებზე დაბომბვების ინტენსივობიდან გამომდიმარე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები შესაბამის რეაგირებას ვერ ახდენდა რაც სასვებით შესაძლებელია რადგან ისრაელის რკინის გუმბათიც კი გამოდის მწყობრიდან ხანდხან ინტენსიური სარაკეტო დაბმობვების დროს…”, – წერს რუსლან შავაძე. 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...