მთავარისიახლეებისამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა მეხუთედმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო- TI

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა მეხუთედმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო- TI

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სამეგრელო-
ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 2021 წელს შევსებული დეკლარაციები, რომელთა მეხუთედიც

ხარვეზიანი აღმოჩნდა.
. 250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 50-მა ხარვეზებით შეავსო;
. მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა მესტიაში გამოვლინდა, სადაც დეკლარაცია ხარვეზებით 10-მა
თანამდებობის პირმა შეავსო. ყველაზე ნაკლები შემთხვევა კი მარტვილშია, სადაც დეკლარაცია ხარვეზით მხოლოდ ერთმა
თანამდებობის პირმა შეავსო;
. 23 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, მათ შორის არიან:
სენაკის მერი – ვახტან გადელია, აბაშის მერი – გიგა გაბელაია, წალენჯიხის მერი – გიორგი ხარჩილავა, ფოთის მერის
მოადგილე – ლექსო თოდუა, ხობის მერის პირველი მოადგილე – რევაზ ზაქარაია, წალენჯიხის მერის მოადგილე – ივანე
ბურდული და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ზეზვა მაკალათია;
. გამოვლინდა 14 შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია, მათ შორის არიან: სენაკის
მერი – ვახტანგ გადელია, აბაშის მერი – გიგა გაბელაია, ფოთის მერის მოადგილე – ლექსო თოდუა და აბაშის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე – ზეზვა მაკალათია;
. 18 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული
უძრავი ქონება, მათ შორის არიან სენაკის მერი – ვახტანგ გადელია და ფოთის მერის მოადგილე – ლექსო თოდუა;
. თანამდებობის ხუთ პირთან დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში.
კვლევის თანახმად, დეკლარაცია ხარვეზებით აქვს შევსებული წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას.

https://transparency.ge/ge/post/samegrelo-zemo-svanetis-municipalitetebis-tanamdebobis-pirta-mexutedma-deklaraciebi-xarvezebit?fbclid=IwAR1Z2BJGJuZIN4v3H7yO0VpRLG_34my7DfezjMyXVJgSQabXTbKnmTh5BLo

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...