მთავარისიახლეებიბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა - ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა – ადვოკატი

Published on

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ის ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა. ამ თემაზე ვიქტორ ყიფიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეფერხებები ნაწილობრივ მოგვარდა, ნაწილობრივ გრძელდება.

“[გადმორიცხვასთან დაკავშირებით შეფერხება] ნაწილობრივ მოგვარდა, ნაწილობრივ გრძელდება, ამიტომაც ერთ-ერთ ეთერში გამოვიყენე ასეთი სიტყვათა წყობა, რომ ფაქტობრივი სანქციები მეთქი და ეს დავასაბუთე სწორედ იმით, რომ როდესაც ადამიანს ეზღუდება საკუთარ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა, ეს არის გამოცხადებები ფაქტიური სანქციების პირობებში. [ფაქტობრივად სანქციების ქვეშ არის ივანიშვილი] ხომ, ეს შეიძლება იყოს ხატოვანი, ლიტერატურული, მაგრამ ეს ძალიან ზუსტად ასახავს იმ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება”, – თქვა ვიქტორ ყიფიანმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკთან “კრედიტ სუისთან” აქვს დავა. 11 მაისს ვიქტორ ყიფინმა წერილი გაავრცელა სადაც აღნიშნული იყო, რომ ძველი დავის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილს პრობლემა შეექმნა საბანკო გადარიცხვებზე პრობლემა შეექმნა, გარდა ამისა, შეფერხებები ჰქონდა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში, ასევე, ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...