ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N10 (2021 წლის) ანგარიშს აქვეყნებს. სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, საბჭოს მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა/ნომინირების საკითხიც.
“კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. მათი დანიშვნისას საბჭო იყენებს ე.წ. „მბრუნავი კარის“ სისტემას. ასევე, კვლავ ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები” – აცხადებს საია.