მთავარისიახლეებიქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა - ლომჯარია აქციაზე

ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა – ლომჯარია აქციაზე

Published on

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 20 ივნისს გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ აქციაზე გამოსულმა ხალხის რაოდენობამ დაადასტურა, რომ ქვეყნის 80-90% დასავლეთს ირჩევს.

გარდა ამისა, ლომჯარია წერს, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა.

“ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან:

1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა;

2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს;

3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა;

4. მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქი;

5. ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად”, – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, გუშინ მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, “შინ ევროპისკენ” გაიმართა. “ნეტგაზეთის” დათვლით აქციას მინიმუმ 120 000, მაქსიმუმ კი 160 000 ადამიანი დაესწრო. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...