მთავარისიახლეებიმოვუწოდებთ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში! შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია! - კარენ დონფრიდი

მოვუწოდებთ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში! შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია! – კარენ დონფრიდი

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში და ასევე, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

მანვე აღნიშნა, რომ შტატები გააგრძელებს უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

“უკანასკნელმა რამდენიმე თვემ აჩვენა, როგორია კრემლის აგრესია და სიმხეცე. ვიცი, რომ ქართველ ქალებს და გოგონებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. ქართველებმა ეს რეალობა უკვე იწვნიეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში. თავისთავად, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პუტინის მცდელობის პარალელურად, კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, აშშ აგრძელებს უკრაინის, საქართველოს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომელიც საკუთარ თავზე განიცდის კრემლის აგრესიას. მინდა ნათლად განვაცხადო, ჩვენ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ აგრესიის ომს პუტინი ვერ მოიგებს, უკრაინა ამ ომიდან გამოვა ყველასათვის თვალსაჩინოდ, რომ მას სხვების მსგავსად, საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება აქვს.

აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, საკუთარი თავი დაიცვას აგრესიის წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთანავე, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ პარტნიორებთან მუშაობას, რომ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის უნარი, ისევე, როგორ მედეგობა რუსული ზეგავლენის წინაშე, მათ შორის ეკონომიკისა თუ კიბერსფეროებში. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ადამიანების ტკივილს”, – თქვა კარენ დონფრიდმა.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისთვის.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...