მთავარიUncategorizedთუ პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა - ლომჯარია

თუ პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა – ლომჯარია

Published on

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პრეზიდენტთან აქვს კითხვა, რატომ არ იდგმება მისი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად ჩაითვლებოდა. ლომჯარია ამბობს, რომ გუშინდელ ბრიფინგზე იყო საკითხებით, რაშიც პრეზიდენტს ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოქმედება შეეძლო.

“მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, იმიტომ რომ თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები რისი მიღებაც მისი აზრით იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა და ვთქვათ ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან მათ შორის როგორც იცით შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენებაც პრეზიდენტს და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდევაც, რატომღაც მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს. ამიტომ მე მაქვს მასთანაც შეკითხვები, ვთქვათ მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც და შესაძლებლობაც აქვს, ვფიქრობ რომ, თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”, თქვა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება აქციის დაანონსებას, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ახლა საზოგადოების დაყოფის დრო არ არის.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...