მთავარისიახლეებისახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე მივიდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე მივიდა

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

„ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულმა აგრესიამ და საუბედუროდ დღემდე საქართველოში მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ არაერთი ჩვენი გამორჩეული და ღირსეული მამულიშვილი შეიწირა. 6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუთანაგრძობთ მის ოჯახს, რომელიც უმძიმეს განსაცდელშია ახალგაზრდა ვაჟკაცის უსამართლოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გამო, რაც მთელი ქვეყნის ტკივილიც და ტრაგედიაცაა. ჩვენ მთელი შემართებით, მთელი ენერგიით განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით მანამ, სანამ აღსრულდება სამართალი, სანამ დაისჯებიან მკვლელები, სანამ დასრულდება ოკუპაცია და გაერთიანდება ომით ხელოვნურად გაყოფილი ჩვენი საზოგადოება, რის გამოც დაიღვარა ჩვენი გმირების სისხლი“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...