მთავარისიახლეები"აზოვსტალში" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა

“აზოვსტალში” ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა

Published on

აზოვსტალში ქართველი მებრძოლი,  27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა. ის სავარაუდოდ კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალის თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. 
არსებული ინფორმაციით, ბიგვავა დაღუპვამდე ჯერ თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა, ამის შემდეგ კი ტერიტორიის პატრულირებისას, აფეთქება მოხდა. ტატო ბიგვავა ოჯახს ბოლოს 7 მაისს ესაუბრა.

ტატო ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა და დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. 
ბიგვავას ოჯახი სოხუმიდან დევნილია. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ცხოვრობდნენ დნეპროპეტროვსკში, თუმცა ოკუპანტებმა ომის დროს, მათი სახლიც გაანადგურეს.

ბიგვავას ცხედარი ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზეა და უცნობია როდის მოხერხდება იქიდან მისი გამოსვენება.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...