მთავარისიახლეებივარშავაში ღარიბაშვილს ბროწეულის ოყნასაც გაუკეთებენ, მარტო გაფრთხილებას კი არა - ანზორ მელია

ვარშავაში ღარიბაშვილს ბროწეულის ოყნასაც გაუკეთებენ, მარტო გაფრთხილებას კი არა – ანზორ მელია

Published on

ანზორ მელია პროგნოზირებს, რომ ვარშავაში კონფერენციაზე მყოფი საქართველოს პრემიერი უცხოელი ლიდერებისგან მკაცრ შენიშვნას დაიმსახურებს. ის მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს, გააკეთოს სწორი არჩევანი და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ საფლავში არ ჩაყვეს.

ვარშავაში მარტო გაფრთხილებას არ გაუკეთებენ ირაკლი ღარიბაშვილს, აუცილებლად ბროწეულის ოყნას გაუკეთებენ და ისე ჩამოვა მაგი აქ, საქართველოში. იმიტომ, რომ უკვე შეცვალა რიტორიკა. მას ეტყვიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. არ შეიძლება, რუსეთის მხარეს იდგეს, იმ ქვეყნის, რომელიც უკრაინაში ომს აგებს.

მთელი მსოფლიო არის უკრაინის მხარეს და რუსეთის მხარეს დგომა ყოვლად დაუშვებელია. ღარიბაშვილი არ არის უტვინო ადამიანი და უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილს საფლავში არ უნდა ჩაყვეს. – განაცხადა ანზორ მელიამ.

საქართველოს პრემიერი პოლონეთის დედაქალაქში უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მთავრობა უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...