მთავარისიახლეებიევროპარლამენტმა მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და EU-ს მოუწოდებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მალე...

ევროპარლამენტმა მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და EU-ს მოუწოდებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მალე მიანიჭოს

Published on

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყანა საჭირო რეფორმებს ატარებს. ევროპარლამენტის განცხადებაში წერია, რომ მოლდოვა, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შედეგად არაპროპორციულად, მძიმედ დაზარალდა.

“ეს ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანამ 100 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, ასევე შემცირდა ვაჭრობა და ფასები ენერგიასა და ტრანსპორტზე” – ნათქვამია დოკუმენტში, სადაც ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, ქვეყანას უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს.

ცნობისთვის, მოლდოვამ EU-ს კითხვარი 22 აპრილს შეავსო. პარალელურად, ევროკავშირის კითხვარი შეავსო საქართველომაც, თუმცა ევროპარლამენტს ჩვენი ქვეყნის შესახებ ჯერ არ უმსჯელია.

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...