მარიუპოლიდან მშვოდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე გავლენ.
ევაკუაციას საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” კურირებს. ამასთან ცნობილია, რომ ჰუმანიტარული დერეფნის დახმარებით მოქალაქეებს ზაპოროჟიეს ოლქში გაიყვანენ.
“ჩვენი ინფორმაციით, ავტობუსები მარიუპოლიდან გაემგზავრნენ. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ავტობუსები მოსახლეობას სოფელ მანგუშსა და ბერდიანსკში აიყვანენ”, – თქვა, პეტრო ანდრიუშჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ცნობით, გუშინ მარიუპოლიდან 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.