მთავარისიახლეებიარახამია EU-ს და აშშ-ს მოუწოდებს, ივანიშვილის მიმართ სანქციები განიხილონ

არახამია EU-ს და აშშ-ს მოუწოდებს, ივანიშვილის მიმართ სანქციები განიხილონ

Published on

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ევროკავშირისა და აშშ-ს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

როგორც არახამია Telegram-ზე წერს, საქართველოს მთავრობის მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა.

„უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. ქართველები ომში უკრაინისთვის იბრძვიან, ცნობილმა ქართველებმა 24 თებერვლამდე, ჩვენი მხარდამჭერი ვიდეო გადაიღეს. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და ჩვენს გამარჯვებას ომში, მაგრამ ასე არ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. მიზეზი კი ძალიან მარტივია – მთავარი ქართველი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. ამ კავშირს ადასტურებს ახლახან გავრცელებული ივანიშვილის ვიდეოჩანაწერი. საქართველოს მთავრობის მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა.

აქედან გამომდინარეობს მთელი ეს რიტორიკა, რუსეთის აგრესორად არაღიარება, რუსეთის დახმარების მცდელობა სანქციების გვერდის ავლაში და ა.შ. დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ უნდათ ქართველებისა და უკრაინელების დაპირისპირება.

ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას არავინ გაექცევა. არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან“, – წერს დავით არახამია.

ინტერნეტში ვრცელდება აუდიოჩანაწერები სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები – მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, “მაგრამ უნდა გავმაგრდეთ”. ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და “დავითი ჩამოიტანს”.

სიახლეები

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...

ზელენსკის თქმით, “უახლოეს მომავალში” პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 დეკემბერს დაწერა, რომ "უახლოეს მომავალში" აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან...