მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ

Published on

უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს სამშობლოში ხვალ გამთენიისას ჩამოასვენებენ. დავით მენაბდიშვილისა და ნიკოლოზ შანავას ცხედრები გუშინ ლვოვიდან პოლონეთში გადაასვენეს.

მანამდე კი ქართველ სამხედროებს პატივი კიევში, ვოლოდიმირის ტაძარში მიაგეს და პარაკლისი გადაუხადეს. დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან დაიღუპნენ.

“გზაში არის მანქანა, რომელმაც წამოასვენა ვარშავის მიმართულებით. სავარაუდოდ, ხვალ უნდა ჩამოასვენონ”, – ამბობს ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე.

მისი თქმით, იზუმში დაძაბული სიტუაციაა, სადაც რუსებს შედარებით უკეთესი პოზიცია აქვს.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...