მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინაში მებრძოლ "კადიროველებზე" და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებზე - ვინ ვინ არის?

უკრაინაში მებრძოლ “კადიროველებზე” და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებზე – ვინ ვინ არის?

Published on

ცნობილია, რომ რუსეთის ომში უკრაინასთან, ჩეჩნებიც მონაწილეობენ. მათ შორის არიან როგორც ჩეჩნეთის მეთაურისა და ვლ. პუტინის მარჯვენა ხელის რამზან კადიროვის მომხრეები, ასევე ისინი, ვინც უკრაინას უჭერს მხარს და რუსეთს მიიჩნევს როგორც უკრაინის, ასევე ჩეჩნეთის მტრად.

კადიროვის რამდენი მომხრე იბრძვის უკრაინაში და რამდენი ჩეჩენი მებრძოლი – უკრაინისთვის, ზუსტი რიცხვი უცნობია.

რამზან კადიროვი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გზავნიდა და გზავნის მებრძოლებს უკრაინაში. ის ისლამის ერთერთი მიმართულების, სუფიზმის აღმსარებელია და უკრაინაში დაწყებულ ომს (რომელსაც თავად სპეცოპერაციად მოიხსენიებს) ჯიჰადად წარმოაჩენს.

ამავე დროს, უკრაინაში დიდი ხანია არსებობს ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი, რომელსაც ჩეჩნეთიდან დევნილი პოლიტიკოსი ადამ ოსმაევი ხელმძღვანელობს. ის უკრაინელებსა და სხვებს, ვინც უკრაინის მოვლენებს ადევნებს თვალს, სთხოვს, არ მოიხსენიოს ისინი ჩეჩნებად, თავად კი „კადიროველებს“ „მოღალატეებს“ და „რუსეთის მარიონეტებს“ უწოდებს.

„ნამდვილი ჩეჩნები თქვენს მხარეს იბრძვიან და სისხლს ღვრიან. და, სხვათა შორის, ამას აკეთებენ, უკვე 8 წელია“, – აღნიშნავს ოსმაევი.

უკრაინაში არის კიდევ ერთი, ჩეჩნებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ბატალიონი, რომელიც შეიხ მანსურის სახელს ატარებს. ეს ბატალიონიც მონაწილეობდა დონბასისთვის ბრძოლებში და მისი მეთაურია მუსლიმ ჩებერლოევსკი, თუმცა, რამდენი ადამიანი ირიცხება ამ ბატალიონში, ესეც ზუსტად არავინ იცის.

აღსანიშნავია, რომ ოსმაევი 2013 წელს, იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, ვლ. პუტინზე თავდასხმის ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულეს და დააკავეს. მან პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობა უარყო. გათავისუფლების შემდეგ ოსმაევი დონბასში გაემგზავრა და იქ უკრაინის მხარეს იბრძოდა. მის ბატალიონში ის ჩეჩნები ირიცხებიან, ვინც სამშობლო რუსეთის ჩეჩნეთში მეორედ შეჭრის შემდეგ დატოვა.  

შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის უფროსი ევროპულ გამოცემებთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ისინი უკრაინაში 2014 წლის შემდეგ, „საერთო მტერზე გამარჯვებისთვის“ იბრძვიან.

„დოიჩე ველეს“ მიხედვით.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...