მთავარისიახლეებიპესკოვი: ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება

პესკოვი: ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება

Published on

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს ჯერაც არ მიუღწევია თავისი სამხედრო მიზნისთვის.

ამასთან, CNN-ის ეთერში, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში პესკოვმა უარი თქვა გამოერიცხა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

კითხვაზე, რა შემთხვევაში გამოიყენებს ვლადიმირ პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, პესკოვმა უპასუხა:

“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება”.

ვლადიმირ პუტინმა ადრეც მიანიშნა, რომ შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ საფრთხეს დაინახავს.

თებერვალში, სატელევიზიო განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა თქვა:

“მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეეცდება ჩვენს გზაზე გადადგომას ან დაემუქრება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მათ უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ უპასუხებს, შედეგები კი იქნება ისეთი, რაც ისტორიაში არავის უნახავს”.

როცა დმიტრი პესკოვს ანამპურმა ჰკითხა, რას ფიქრობს პუტინი, რას მიაღწია უკრაინაში ამ ეტაპზე, პრესმდივანმა უპასუხა:

“ჯერ ერთი, ჯერ არ მიუღწევია. მიზანი ჯერ მიღწეული არ არის”.

პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” სწორედ კრემლის გეგმის მიხედვით და წინასწარ ჩამოყალიბებული მიზნებისკენ მიდის”.

მან ასევე გაიმეორა ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები და თქვა, რომ “ოპერაციის” მთავარი მიზნები “უკრაინის სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრა”, “ნაციონალისტური ბატალიონების” თავიდან მოშორება და იმის უზრუნველყოფაა, რომ უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა იქნება”.

ასევე თქვა, რომ ყირიმი, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, “რუსეთის ტერიტორიაა და უნდა მოხდეს ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარება, ვინაიდან ისინი უკვე არიან დამოუკიდებელი ქვეყნები”.

პესკოვი ასევე ირწმუნება, რომ რუსეთი მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესხმის თავს, მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა, რომ რუსული თავდასხმები მიზანში სამოქალაქო საცხოვრებლებს და თავშესაფრებს იღებს.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...