მთავარისიახლეებიმსოფლიოხარკოვთან რუსი პოლკოვნიკი, საინჟინრო ჯარების ხელმძღვანელი მოკლეს

ხარკოვთან რუსი პოლკოვნიკი, საინჟინრო ჯარების ხელმძღვანელი მოკლეს

Published on

ხარკოვის ოლქში, იზიუმთან მოკლეს რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის საინჟინრო ჯარების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ოვჩარენკო, მასთან ერთად კიდევ 70-მდე რუსი ოკუპანტია მოკლული, – ინფორმაციას “გლავრედი” ავრცელებს. 

როგორც გამოცემა ბრძოლის მონაწილეების ნაამბობზე დაყრდნობით წერს, იზიუმთან საინჟინრო ძალები ცდილობდნენ სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის მოშლას, თუმცა, მათი მიზანი მიუღწეველი დარჩა. 

შეგახსენებთ, მინიმუმ 5 რუსი გენერლის ლიკვიდაცია უკრაინაში პენტაგონის მიერ დადასტურებულია. რუსეთი მხოლოდ ორი სამხედრო მაღალჩინოსნის სიკვდილს აღიარებს. 

ამავე დროს, ხარკოვის მიმართულებაზე ლიკვიდირებული არიან ეფრეიტორი გოლოვკო, მაიორი გურალევი, კაპიტანი თემირხანოვი. ეს უკანასკნელი ბატალიონის მეთაური იყო.

_
შეთავაზება: მობილური მოწყობილობებით უკრაინის შესახებ მოკლე და განახლებული ინფორმაციის 24/7 რეჟიმში გასაცნობად, გამოიწერეთ ტვ ოდიშის საინფორმაციო სამსახურის ტელეგრამ-არხი.

კანადელი სნაიპერი ცოცხალია – Wali უკრაინიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...