მთავარისიახლეებიმსოფლიოკანადელი სნაიპერი ცოცხალია - Wali უკრაინიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს

კანადელი სნაიპერი ცოცხალია – Wali უკრაინიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს

Published on

კანადელი სნაიპერი, მეტსახელად ვოლი ცოცხალია და უკრაინაში თავის მისიას წარმატებით აგრძელებს. 

მან ახალი ფოტო გამოაქვეყნა თავისი საფარიდან უკრაინაში. ფოტოზე ფონად ჩანს უკრაინული ხალიჩა და ყველა ატრიბუტი, რაც უკრაინულ სახლებს, როგორც წესი, ახასიათებთ. 

ამით ვოლმა პასუხი გასცა რუსული წყაროებით არაერთხელ გაჟღერებულ ფეიკს იმის შესახებ, თითქოსდა კანადელი სნაიპერი მოკლეს. 

სნა­ი­პე­რი, რომ­ლის ფსევ­დო­ნი­მია “ვოლი”. ადრე კა­ნა­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­მე­ფო პოლკ­ში ირი­ცხე­ბო­და. ახლა ის, რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და. კა­ნა­დელ სნა­ი­პერს საკ­მა­ოდ მდი­და­რი სამ­ხედ­რო წარ­სუ­ლი აქვს – მან გა­მოც­დი­ლე­ბა სი­რი­ა­ში ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რო­რის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სას, ასე­ვე ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში მი­ი­ღო.

მი­სი­ვე თქმით, დან­გრე­უ­ლი და და­ცხრი­ლუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და და­ხო­ცი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნახ­ვამ უბიძ­გა რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ებ­რძო­ლა და უკ­რა­ი­ნა­ში “ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის” წევ­რი გამ­ხდა­რი­ყო.

კა­ნა­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფილ სამ­ხედ­რო 22-ე სა­მე­ფო პოლკ­ში მსა­ხუ­რობ­და. ამ ეტაპ­ზე, მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ მისი საბ­რძო­ლო სა­ხე­ლი და მის მიერ გან­ვლი­ლი გზა.

“2015 წელს, “ვოლი” და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ვი­და და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ერაყ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. 40 წლის მა­მა­კა­ცის მხრებ­ზეა ორი მი­სია, რო­მე­ლიც მან 2009 და 2011 წლებ­ში ავ­ღა­ნეთ­ში გა­ი­ა­რა. “ვოლი” მა­შინ კა­ნა­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და.

ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო არ­სე­ნა­ლის გა­რე­შე ჩა­ვი­და, თუმ­ცა ით­ქვა, რომ მას ზურგჩან­თა­ში აქვს აირ­წი­ნა­ღი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა, რო­მელ­საც სნა­ი­პე­რე­ბი იც­ვა­მენ, ოპ­ტი­კუ­რი ხელ­სა­წყო და სამ­ხედ­რო ქურ­თუ­კი, რო­მელ­საც ის ავ­ღა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას იყე­ნებ­და” – წერდა გა­მო­ცე­მა glavcom.ua.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ფრან­გუ­ლი წარ­მო­შო­ბის კა­ნა­დე­ლი სნა­ი­პე­რი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­როა. მას ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი.

“კარ­გი სნა­ი­პე­რი, ომის დროს, ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხვე­ვა­ში 5-6 მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს კლავს, გა­მოც­დი­ლი კი, 7-დან 10-მდე. “ვო­ლის” ერთ დღე­ში 40 ადა­მი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­თხვე­ვა ჰქო­ნია. სწო­რედ ასეთ­მა შე­დეგ­მა აქ­ცია ის მსოფ­ლიო არ­მი­ის ლე­გენ­დად” – წერს გა­მო­ცე­მა marca.com.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უმაღ­ლე­სი კლა­სის კა­ნა­დე­ლი სნა­ი­პე­რის ყვე­ლა­ზე შორი გას­რო­ლის მან­ძი­ლის რე­კორ­დი 3,5 კმ-ია.

_
შეთავაზება: მობილური მოწყობილობებით უკრაინის შესახებ მოკლე და განახლებული ინფორმაციის 24/7 რეჟიმში გასაცნობად, გამოიწერეთ ტვ ოდიშის საინფორმაციო სამსახურის ტელეგრამ-არხი.

სიახლეები

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო...

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...