მთავარისიახლეებიმსოფლიოდნეპრის მარჯვენა ნაპირზე, ოკუპანტები კიევიდან 70 კმ-ში განდევნეს

დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, ოკუპანტები კიევიდან 70 კმ-ში განდევნეს

Published on

მდინარე დნეპრიის მარჯვენა ნაპირზე ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქიდან 70 კმ-ის მოშორებით განდევნეს, – ამის შესახებ გენერალი ალექსანდრე გრუზევიჩი იტყობინება. 

მარცხენა ნაპირზე ამ დრომდე გრძელდება რუსი ოკუპანტების მცდელობები, რომ უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით გაიჭრნენ, თუმცა, შეიარაღებული ძალები ამ დრომდე უმკლავდებიან. 

მისი თქმით, “ამ დისტანციაზე მტრის უკანდახევა კიევზე საცეცხლე წერტილებით შეტევას შეუძლებელს ხდის, თუ არ მივიღებთ მხედველობაში რაკეტებს”. გრუზევიჩის თქმით, ამ მხრივ, შეგვიძლია სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ მტერი სხვა ტაქტიკაზე – ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გადავიდა. 

ამასთან, გენერლის თქმით, შექმნილია თავდაცვის რკალი, რომელიც სამშრიანია და მისი თქმით, მის გარღვევას ოკუპანტები ვერ მოახერხებენ. 

“ბროვარისა და ბორისპოლის მიმართულებით მტერმა საერთოდ უარი განაცხადა აქტივობაზე”, – თქვა გენერალმა გრუზევიჩმა. 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...