მთავარიUncategorizedთემურ ელიავა უკრაინაშია, რადგან სჯერა, რომ „სოხუმში წასვლის ამბავიც ახლა აქ წყდება''

თემურ ელიავა უკრაინაშია, რადგან სჯერა, რომ „სოხუმში წასვლის ამბავიც ახლა აქ წყდება”

Published on

სოციალურ ქსელში გამოხმაურებები პოეტ თემურ ელიავაზე და მის მეგობრებზე გადაღებული სიუჟეტი რეკორდებს ხსნის.
,,ვერ ვიტყვი, არ გამიკვირდა-მეთქი, როცა გავიგე, რომ პოეტი თემურ ელიავა, ზუგდიდელ მომღერალ ბუბა სორდიასთან ერთად, უკრაინაში წავიდა და მოქმედ მოხალისეთა ბატალიონ “ქართულ ლეგიონს” შეუერთდა. – წერს ჟურნალისტი ნატო კორსანტია
თუმცა მალევე მივხვდი, რატომ უნდა გამკვირვებოდა ეს ნაბიჯი იმ ახალგაზრდა კაცისგან, რომელიც 18 წლისა ერთ დღეს ყველასთვის მოულოდნელად სოხუმში წავიდა და წითელ ხიდთან, ჯანაშიას ექვს ნომერში თავის მშობლიურ სახლს მიადგა. თემური ხუთი წლისა იყო, როცა აქედან წამოვიდა ოჯახთან ერთად.
„მივედი ჩემს სახლთან, სადაც უკვე სხვები ცხოვრობდნენ და მასპინძელს ვუთხარი, გამარჯობა, მე აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობდი და თუ შეიძლება, ხუთი წუთით შემომიშვით, სახლს დავათვალიერებ-მეთქი“… არაო, არ შეუშვეს და მკაცრადაც აუხსნეს, რატომაც არა…, მაშინ „ციდან დავეშვი და ამის შემდეგ სოხუმში არ წავსულვარო,“ – ამბობს თვითონ.
ახლა კი თემურ ელიავა უკრაინაშია, რადგან სჯერა, რომ „სოხუმში წასვლის“ ამბავიც ახლა „აქ წყდება“.
გავრცელებულ სიუჟეტში პოეტი თემურ ელიავა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს პატრიოტულ „კოლხის ლექსს“ მისებური განუმეორებელი ემოციით უკითხავს. კადრში ჩანს როგორი ანთებულები არიან მოხალისეებიც…
გამარჯვებით შინ მშვიდობით დაბრუნება ვუსურვოთ ყველას!

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...