არ არსებული კეთრით დაშინებულნი, ანუ რატომ გაურბიან მთავრობები დეცენტრალიზაციის იდეას?! – ბაკურ ხუბულავას ბლოგი

0
337

როდესაც შედიხართ მარკეტში, იხდით თანხას და ითხოვთ 2 იოგურტს, – გამყიდველი ან მარკეტის მეპატრონე კი გპასუხობთ – არა! აქ მე ვირჩევ ვის რა ერგება, მართალია, შენი თანხა საკმარისია იოგურტების შესაძენად, მაგრამ ქვეყნისა და მოსახლეობის კარგი ცხოვრებისთვის უკეთესია, რომ ჩვენ დაგიდგინოთ რაციონი. არა ორი, შენ იოგურტი საერთოდ არ გჭირდება, მეტიც, რძის სხვა პროდუქტებსაც ვერ გავცემთ შენზე. ეს სამარხო ფუნთუშა წაიღე და თუ ჭკვიანად მოიქცევი, შემდეგ მოსვლაზე თვით სალვადრო დალის ლოგოთი შექმნილ ჩუპა – ჩუპსაც მიიღებ ბონუსად. ნუ ბრაზობ, ჩვენზე უკეთ აბა ვინ იცის, რა გჭირდება შენ?!

უტოპიურ სცენარია ? – ჰმ, არადა ზუსტად ეს ხდება ყოველწლიურად, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეგიონების თვითმართველობებსა და ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოების მიმართ. სახელმწიფოს მხრიდან, ფისკალურ პოლიტიკაზე უარის თქმა – ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ართმევს „იოგურტს“ ლამაზ სკვერს საკუთარ უბანში, ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას – დარჩენას რეგიონში და უამრავ სოციალურ თუ სხვა ადგილობრივ პროექტებს.
ათწლეულია, დეცენტრალიზაციის იდეით აღყტკინებული, ყოველი არჩევნების წინ ბანერებსა და ტელევიზიებში პოპულისტურ ფრაზებს ვისმენთ სიამაყით განმსჭვალულს – მეტი დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობები და ა.შ. თითქოს სრული პარიტეტი არსებობდეს ადგილობრივ თვითმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორი. რეალურად კი, წინ გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს, პირიქით, თვითმართველ ქალაქების ნაწილს წავართვით სტატუსი, კიდევ უფრო მყარად საკონტროლებელ მექანიზმათ გუბერნატორის ინსტიტუტი დავამატეთ, ვინც დარჩა თვითმართველი ქალაქები , მათაც არაფრის უფლებას არ ვაძლევთ – რადგან, ფისკალური პოლიტიკის გარეშე, წარმოუდგენელია დეცენტრალიზაციის იდეა. ცენტრალურ მთავრობას არ აქვს მზაობა, რისი ნათელი მაგალითია პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება – 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, „ხელისუფლებაში ჩვენ ვართ და ცენტრალური ხელისფლების გარეშე, ვერაფერს იზავს ოპოზიციინერი მერი სენაკში“.

ფისკალური პოლიტიკის ევროპული გამოცდილება

ფისკალური პოლიტიკა, ქართული ლოკალური პრობლემა როდია, მას როგორც განვითარებადი ასევე განვითრებული სახელმწიფოებიც „ებრძვიან“ ევროპულ ქვეყნებში, ფისკალური პოლიტიკა ხშირად დაპირისპირების, სეპარატიზტული მისწრაფებებისა და უკმაყოფილებების მთელი მიზეზი გამხდარა. 21-ე საუკუნეში მიმდინარე სეპარატისტული პროცესები, ხშირად ფისკალური პოლიტიკაზე იყო დამყარებული. რამდენიმე მაგალითის განხილვა- კიდევ უფრო ცხადად დაგვანახებს ამ პრობლემას – კატალონია ესპანეთის 17 რეგიონს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია, მისი წილი ესპანეთის მშპ-ში 20%ს უდრის, ის აგრეთვე პასუხისმგებელია ექსპორტის მეოთხედზე. გარდა ამისა ესპანეთის 50 ბანკიდან 15მდე ბანკი კატალონიაში მდებარეობს. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტორი თუ რამდენად მაღლა დგას კატალონიაში ცხოვრების დონე, დანარჩენ ესპანეთთან შედარებით: აქ დაუსაქმებელა რაოდენობა 1-2%- ია მთელს დანარჩენ ესპანეთში კი 12-15% მერყეობს ერთ სულ მოსახლეზე კატალონიის მთლიანი შიდა პროდუქტი დანარჩენი ესპანეთისას 13 – 14% -ით აღემატება. ცენტრალური ხელისფლებიდან კი, რეგიონს ბევრად ნაკლები უბრუნდება- 1 გადახდილი ევროდან კატალონელი მოსახელობა უკან იღებს 57-60 ცენტს, ამას კატალონიელები „ ფისკალურ ქურდობას „ ეძახიან და ხშირად აპელირებენ ლოზუნგებით „მადრიდი ჩვენგან იპარავს“.
მსგავს პრობლემას ვაწყდებით- ბელგიაშიც, სადაც ფლანდრიის რეგიონი ბევრად ნაკლები იღებს. იგივე სადარდებელი აქვთ ჩრდილო იტალიელებს, რომლებიც თვლიან რომ ზარმაცი სამხრეთელების შენახვა- ჩრდილოეთის ხარჯზე ხდება. ბოლო წლებში, ზემოთ თქმულ ქვეყნებს, მოუწიათ ფისკალურ პოლიტიკაში ცვლილების შეტანა, მათ გაიაზრეს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოდელი, ყველაზე ნათელი მაგალითი არის გერმანია – ფედერაციულ სახელმწიფოში, ლანდები დამოკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რას მოხმარდეს კონკრეტული ბიუჯეტი და არ არიან დამოკიდებული ცენტრალური მთავრობის – ვერტიკალის „კეთილ ნებასა“ და პრემიერის ხასიათზე. ცხადია გერმანიის 16 ლანდს პირდაპირპროპორციულად არ უბრუნდება თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, მაგრამ სად 15% და სად 60% ? ცენტრალური და ჩრდილო ევროპული მაგალითები ამსხვრევს კიდევ ერთ მითსა და შიშს, თითქოს დამოუკიდებელი რეგიონები/მუნიციპალიტეტები შექმნიან საფეოდალოს, რითიც სეპარატიზმის საფრთხე გაჩნდება. კატალონიის მაგალითი აჩვენებს, რომ პირიქით სეპარატიზმის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი სწორედ ფისკალური პოლიტიკის არ ქონაა, რაზეც მეტყველებს კატალონიის ყოფილი ჟენერალიტეტის- პასკუას მარგალის სიტყვები : „დროშა კარგია, გერბი კარგია, ისტორია კარგია, მაგრამ მთავარი არის ფული“.

დამოუკიდებელ და თვითმართველ გერმანიის რეგიონი კი სრულად ანტიპოდია – ბავარიის ლანდის ეკონომიკა და შესაძლებლობები უსწრებს, ევროკავშირის 10 ზე მეტი ქვეყნის მშპ-ს, ბადენ-ვიუტენბერგის დარი ეკონომიკითაც ვერ დაიკვეხნის ბევრი სახელმწიფო, მაგრამ არც შვაბებს და არც „ ნებაზე მიშვებულ“ ბავარიელებს არ გასჩენიათ ქვეყნის დანაწევრების სურვილი. ფისკალური პოლიტიკა ხშირად დამცავი და შემაკავებელი ჯებირიც ხდება რეგიონების დაცლისა და შიდა თუ საგარეო მიგრიაციის.

აბა როგორ გინდა, მოსახლეობა გაჩერდეს იმ ეკონომიკაში, სადაც საქართველოს სიდიდით მე-6 ქალაქი და სტრატეგიული ობიექტი აფხაზეთის რეგიონთან მიმართებაში. გადასახადებიდან გადამხდელთა ფულიდან, მხოლოდ 18-19 % იღებს ცენტრალური ხელისუფლებიდან. ზუგდიდისგან განსხვავებით, მიწათმოქმედებასა და სოფლის მეურენობაში მოწინავე ქალაქ ხობს, საერთოდაც 15% უბრუნდება. ხშირ შემთხვევაში, სხვა ქალაქებში ბევრად მცირეა ეს რიცხვი.

და როდესაც, ქვეყნის მოქმედი და ექს-პრემიერ-მინისტრები თუ სხვა რანგის პოლიტიკოსები, წელში გამართულ გვეტყვიან – დეცენტრალოზაციას იმიტომ ვერ ხერხდება, რომ რეგიონებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, ყველამ ერთად უნდა გავახსენოთ – რამდენი უბრუნდება რეგიონს კვალიფიციური კადრების აღსაზრდელად, თუ უბრალოდ ოოგურტის საყიდლად.
ბატონებო და ქალბატონებო, როდესაც თქვენ შვილს ვერ უხსნით, რატომ არ შეგიძლია- შენი შრომით დამსახურებული იოგურტის ყიდვა და რატომ უნდა ელოდო, რომ შენს ნაცვლად სხვები დაგიდგენენ ყოველდღიურ რაციონს. ქვეყნის განვითარებასა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით საუბარი უხერხულია.
ანდა რაღა შორს წავიდეთ, ნიკო ნიკოლაძემ დაგვიტოვა თეორიული და პრაქტიკული გზა, ანდერძის სახით და ყოველდღიურად- მამული, ენა, სარწმუნეობასთან ერთად უნდა ვიმეორებდეთ: ხსნა რაშია? – დეცენტრალიზაციაში !

ავტორი: ბაკურ ხუბულავა – საერთაშორისო ურთიერთობის და უსაფრთხოების მაგისტრი,  დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის მკვლევარი

წინა სტატიამიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება გუშინ უკრაინაში დაღუპულ მეომრებს
შემდეგი სტატიამესტია დავით რატიანს დასტირის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური