მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება გუშინ უკრაინაში დაღუპულ მეომრებს

0
276

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს საქართველოს გმირის წოდება მიანიჭოს იმ ქართველ მეომრებს, რომლებიც უკრაინაში, პუტინის ომის 23-ე დღეს დაიღუპნენ:

“საუკუნო ხსოვნა ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინაში თავისუფალი სამყაროსთვის და საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ! მათი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება! რუსთაველის ქვეყნის შვილებმა რეალობაში განახორციელეს მისი უკვდავი სიტყვები: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”!

მოვითხოვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მათთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭებას! “ წერს ნიკა გვარამია.

დღეს დილით 2 ქართველი მებრძოლი ქალაქ ირპენთან, შეტაკებისას დაიღუპა,  არიან დაჭრილებიც.

წინა სტატიაახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებზე [Video]
შემდეგი სტატიაარ არსებული კეთრით დაშინებულნი, ანუ რატომ გაურბიან მთავრობები დეცენტრალიზაციის იდეას?! – ბაკურ ხუბულავას ბლოგი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური