მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა თავისი პირადი წყენისა და...

შეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა თავისი პირადი წყენისა და შურისძიების წყურვილზე მაღლა – სააკაშვილი ზურაბიშვილზე

Published on

პრეზიდენტი სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება: 
,,მინდა გამოვეხმაურო დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ თავის საპარლამენტო გამოსვლაში ჩემს საკითხზე გამოხატულ პოზიციას.
პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი მე არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია.
თუმცა, მნიშვნელოვანი გარემოება სხვაა. ზურაბიშვილს ჩემს შეწყალებაზე განცხადება ქართული საზოგადოების გასაგონად არ გაუკეთებია.
ამგვარი ფორმით ის გამოეხმაურა უკრაინული მხარის მოთხოვნას, რომელიც ოფიციალური არხებით მიიღო უკრაინის მეომარი ხელისუფლებისგან. ასე გამოხატა მან პრაქტიკაში უკრაინის სოლიდარობა და თანამშრომლობის მზადყოფნა. ამ ფონზე სასაცილო და ცინიკურიცაა, ზელენსკის საკუთარ კოლეგას და, მით უმეტეს, მეგობარს ეძახდეს.
ზურაბიშვილს ერთხელ უკვე აქვს გაცხადებული, რომ მე გასასამართლებელი ვიყავი “მძინარე ცხინვალის” დაბომბვისთვის.
ახლა კი, როცა ჰააგის ტრიბუნალმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ საკუთარ სამშობლოს ვიცავდით და ომის კანონები არ დაგვირღვევია არც მთავარსარდალს, არც გენერალს და არც რიგითს, ზურაბიშვილი საჭიროდაც არ თვლის, რომ თავის ისტორიულ სირცხვილზე არათუ ბოდიში მოიხადოს და საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს, არამედ ჯიუტად იგივეს იმეორებს. საკუთარ გამოსვლაში მას არც კი უხსენებია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს ისტორიული გამარჯვება ვერც ახსენებდა, რადგან ამის მორალური უფლება დაკარგული აქვს.
ზურაბიშვილმა დღეს ასევე გვამცნო, რომ ერთიანობა მას ესმის ფორმულით „ყველას მინუს ერთი“. დღეს ცხადი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ტექსტები ერთიანობაზე, სრული ფიქციაა და მან ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით და ცინიკურად გაუჩინა ყველას ფუჭი მოლოდინები.
შეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა თავისი პირადი წყენისა და შურისძიების წყურვილზე მაღლა.” – წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...

კობახიძემ მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის” წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის...