მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელებმა რუსი საზღვაო ქვეითების ელიტარული შენაერთი გაანადგურეს - 600 ოკუპანტი დაიღუპა

უკრაინელებმა რუსი საზღვაო ქვეითების ელიტარული შენაერთი გაანადგურეს – 600 ოკუპანტი დაიღუპა

Published on

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვაო ქვეითთა 155-ე ცალკეული ბრიგადის შენაერთები თითქმის მთლიანად გაანადგურეს, – ამის სესახებ “ფეისბუქზე” უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი რომან ციმბალუკი წერს. 

ეს ბრიგადა რუსეთში ელიტარულად ითვლება და მისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი ვლადივოსტოკია, ს/ნ 30926.

ჟურნალისტის ცნობით, ოკუპანტებმა 600 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ამ მასშტაბის დანაკარგის მიზეზი, ჟურნალისტის თქმით, ბრიგადის ხელმძღვანელობის არაადეკვატური გადაწყვეტილებებია.

ასევე, ციმბალუკი აღნიშნავს, რომ ბრიგადის პირად შემადგენლობას არ მიუწვდება ხელი საკვებ პროდუქტებზე. ჯერჯერობით არაა დაზუსტებული, რომელ მიმართულებაზე მოქმედებდნენ რუსი საზღვაო ქვეითები. 

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...