ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2008 წელს, თბილისში, ლეხ კაჩინსკის გამოსვლა გაიხსენა

0
294

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენსკიმ, ევროპისადმი მიმართვის დროს, გაიხსენა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცოპერაციის დროს მოკლული ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თბილისში, საქართველოს მხარდამჭერ მიტინგზე გამოსვლისას წარმოთქვა.

“მე გავიხსენებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც მან თქვა თბილისში, 2008 წელს: ,,ჩვენ ძალიან კარგად ვიცით – დღეს, საქართველო, ხვალ – უკრაინა, ზეგ – ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, შესაძლოა, მოვიდეს დრო ჩემი ქვეყნისთვის – პოლონეთისთვის”. 24 თებერვალს, ეს საზარელი ,,ხვალ” უკრაინისთვის დადგა, რომელზეც პრეზიდენტი კაჩინსკი საუბრობდა და დღეს, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ასეთი ცუდი დრო პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებისთვის არასოდეს დადგეს”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

წინა სტატიამოკლულ ოკუპანტთა ცხედრები ბელორუსში გადააქვთ და გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ – BBC
შემდეგი სტატიაკიევისკენ მიმავალი რუსული კოლონის განადგურება კადრში მოხვდა [video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური